მთავარიევროპაუკრაინაინტერვიუ ატლანტიკური საბჭოს უკრაინის განყოფილების რედაქტორთან

ინტერვიუ ატლანტიკური საბჭოს უკრაინის განყოფილების რედაქტორთან

ატლანტიკური საბჭოს უკრაინის განყოფილების რედაქტორი პიტერ დიკინსონი „ევრონიუსის“ ჟურნალისტს ესაუბრა. მისი თქმით,  რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის ხერსონის ოლქიდან გასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.

უკრაინელებმა დაიბრუნეს 4000 კვადრატული მეტრი მიწა. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ეს იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი გამოიყვანს თავის ჯარებს მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროდან. შედეგად, რუსეთი ტოვებს ერთადერთ რეგიონულ დედაქალაქს, რომლის აღებაც თითქმის 9 თვის წინ უკრაინაში შეჭრისთანავე შეძლო. ეს არის დიდი წარმატება უკრაინისთვის, რუსეთისთვის კი – სერიოზული მარცხი.

დიკინსონი მიიჩნევს, რომ უკვე დიდი ხანია არსებობდა იმის მოლოდინი, რომ ამ რეგიონიდან რუსეთი უკან დაიხევდა.

უკრაინის ტაქტიკა რამდენიმე თვეა რუსული ჯარების ბლოკირება და მდინარე დნიპროზე იმ ხიდების განადგურება იყო, რომლებზეც დამოკიდებული იყო რუსული ძალების მომარაგება. შედეგად რუსული მხარე  თანდათან უფრო მეტად გახდა იზოლირებული. მოსალოდნელი იყო, რომ რაღაც მომენტში რუსებს უკან დახევა მოუწევდათ.

თუმცა ზუსტად როდის, ამის განსაზღვრა რთული იყო.  ზოგი ამ მნიშვნელოვან მოვლენას ნოემბერ-დეკემბერში ან ახალ წელს ელოდა. თუმცა მათ უფრო ადრე დაიხიეს. ეს მოულოდნელი არავისთვის ყოფილა.

პიტერ დიკინსონი აღნიშნავს, რომ, სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს ნიშნავს რუსეთის ამბიციების დასრულებას, გადაინაცვლოს ოდესის სანაპიროზე. ოდესა უკრაინის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია და ქვეყნის უდიდეს პორტს წარმოადგენს.

თავიდანვე ოდესა იყო რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე. სავარაუდოდ, ამ მიზანს რუსეთის ხელისუფლება  უახლოეს მომავალში ვერ მიაღწევს.

ვფიქრობ, რომ ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სიმბოლურ-მორალური თვალსაზრისით, რადგან დიდ გავლენას მოახდენს რუსეთის არმიის დემორალიზებაზე.

რუსებისთვის ახლა გართულდება გადაჯგუფება და თავდაცვითი ხაზების გაძლიერება, რადგან უკრაინის ჯარი მდინარის გაღმა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაადგილდება.

ასე რომ, ეს მორალის საკითხია და მოსკოვშიც ეს ძალიან იგრძნობა. სავარაუდოდ, ბევრი კითხვა გაჩნდება ომის წარმართვისა და ცალკეული ბრძოლების შესახებ.

დიკინსონის აზრით, რუსებისთვის ეს დამარცხება დამამცირებელი იქნება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend