მთავარიევროპაუკრაინა„ამნესტი ინტერნეიშენალი“ უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებებს ანგარიშში ასახავს

„ამნესტი ინტერნეიშენალი“ უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებებს ანგარიშში ასახავს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც საუბარია რუსების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ.

ინფორმაცია მათ იძულებით გადაადგილებასა და დეპორტაციას უკავშირდება.

უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, იკვეთება ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ნიშნები, რომლებზე რეაგირებასაც ის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სთხოვს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის დეპორტაცია და იძულებითი გადაადგილება აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კანონით და შესაძლოა წარმოადგენდეს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს.

„ამნესტი ინტერნეიშენალის“ მიერ უკრაინის ომთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ბოლო ანგარიშის მიხედვით,  რეგულარულად ვლინდება უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ რუსების მიერ ჩადენილი მსგავსი ქმედებები.

ევრონიუსს“ ესაუბრა „ამნესტი ინტერნეიშენალისგენერალური მდივანი აგნეს კალამარდი. მისი თქმით, ეს არის ანგარიში, რომელიც შეეხება ოჯახურ ტრაგედიებს, იმ შემთხვევებს, როდესაც ოჯახს მიზანმიმართულად ხლეჩენ, ბავშვებს მშობლებისგან აცალკევებენ, მამებს ოჯახებს აშორებენ, ასევე მოიცავს იმ ცოლების ისტორიებს, რომლებმაც ქმრები დაკარგეს.

ეს არის ანგარიში იძულებით გადაყვანაზე, უკრაინელების დეპორტაციაზე როგორც რუსეთში, ისე რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ეს ქმედებები ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებია.

აგნეს კალამარდიმ გაიხსენა ამბავი, რომელიც 11 წლის ბიჭს შეეხება.  იგი მარიუპოლთან ახლოს ერთ-ერთი დასახლების დატოვებას ცდილობდა, თუმცა იგი ე.წ. ფილტრაციის ბანაკში მოხვდა. ბიჭი დედას დააშორეს და სხვა ოთახში გაიყვანეს. მას მერე დედა აღარ უნახავს. ბავშვი დონეცკში წაიყვანეს. მან დღემდე არა იცის, რა ბედი ეწია დედას.

აგნეს კალამარდი  აღნიშნავს, რომ რუსეთმა დააჩქარა უკრაინელი ბავშვებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიცემის პროცესი. შესაბამისად, მათი შვილად აყვანა რუსებს უკვე ადვილად შეუძლიათ. მისი შეფასებით, ეს ქმედებაც საერთაშორისო კანონის დარღვევაა.

ამნეტსი ინტერნეიშენალი“ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს, რომ ამ ბრალდებებთან დაკავშირებით სწრაფი და ყოვლისმომცველი გამოძიება ჩაატაროს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend