მთავარისაქართველოკელი დეგნანი: „ვიმედოვნებ, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად პოლიტიკური ლიდერები გაერთიანდებიან"

კელი დეგნანი: „ვიმედოვნებ, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად პოლიტიკური ლიდერები გაერთიანდებიან”

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გუშინ, 8 ნოემბერს, საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშისა და შესაბამისი რეზოლუციის პროექტის დამტკიცებას გამოეხმაურა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გუშინ, 8 ნოემბერს საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშისა და შესაბამისი რეზოლუციის პროექტის დამტკიცებას გამოეხმაურა.

იგი იმედოვნებს, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერები გაერთიანდებიან და იზრუნებენ იმაზე, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწეული სამუშაო ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამებოდეს.  კელი დეგნანის განცხადებით, დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია.

„ამერიკის შეერთებული შტატები ევროპარლამენტის წევრი არ არის და ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ჩართული ვიყავით რეზოლუციის პროექტის მომზადებაში. ჩვენ ასევე სინანულს გამოვხატავთ განგრძობადი პოლარიზაციის გამო საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში და ვეთანხმებით მოწოდებას პოლიტიკური აქტორების მიმართ, ერთად გააუმჯობესონ ამბიციური დემოკრატიული მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული რეფორმები. ეს მიმდინარე სამუშაოა და ის უნდა შესრულდეს ინკლუზიურ რეჟიმში.

საქართველოს ვენეციის კომისიისა და სხვა ევროპელი ექსპერტებისადმი ასეთი კანონმდებლობის შეთავაზების კარგი პრაქტიკა აქვს, მათგან საქართველო იღებს შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეესაბამება ის ევროპულ სტანდარტს. იმ დროს, როცა ევროპული მომავლის გზაზე შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მიღებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებულია, გაეგზავნოს კანონპროექტი ვენეციის კომისიას შეფასების მისაღებად, თუ რამდენად შეესაბამება ის ევროკავშირის სტანდარტებს.

დრო მოვიდა და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ლიდერები ქართველი ხალხის ამ სურვილს აღასრულებენ. ამიტომაც ვართ საქართველოს, ქართველი ხალხის ევროკავშირში გაწევრებისა და ევროატლანტიკური მომავლის ძლიერი მხარდამჭერები. ვიმედოვნებ, საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ჩათვლით, ახლა გაერთიანდება და იზრუნებს, რომ სამუშაო, რომელიც გაწეულია კანდიდატის სტატუსის მისაღებად, შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებს.  მომენტი დადგა და გულწრფელად ვიმედოვნებ, ქართველი ლიდერები ქართველი ხალხის ამ მიზანს მიაღწევენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend