მთავარი ევროპა ბელარუსი უკრაინის გენშტაბი: ბელარუსიდან თავდასხმის საფრთხე რეალურია

უკრაინის გენშტაბი: ბელარუსიდან თავდასხმის საფრთხე რეალურია

აპრილში რუსულმა არმიამ ჩრდილოეთ უკრაინიდან უკან დაიხია და სამბრძოლო მოქმედებების სიმძიმის ცენტრმა სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში გადაინაცვლა.

ამ ეტაპზე უკრაინული არმია ბელარუსთან სახელმწიფო საზღვარს დიდ ყურადღებას აქცევს, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ბელარუსში რუსული არმიის ნაწილების გადასროლა განახლდა.

“საფრთხე რეალურია, ვინაიდან ბელარუსში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია. ვიცით, რომ ბელარუსში რუსი სამხედროები იმყოფებიან, ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენელთა ქცევა მიუღებელია“, – აცხადებს გოროდნიას მერი ანდრეი ბოგდანი.

ბელარუსის სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრში ქალაქი გოროდნია მდებარეობს. ქალაქი,,რომელიც ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა ოკუპანტების ხელში.

მაღაზიის მფლობელი სვეტლანა გამორიცხავს, რომ მინსკმა კიევზე თავდასხმა გაბედოს.

“ჩვენ მეზობლები ვართ, მოძმე ერები ვართ, ჩემი ძმა ბელარუსში ცხოვრობს და კი რუსეთის ფედერაციაში. ცუდია, რომ 3 მოძმე ერი ერთმანეთთან ომშია ჩართული. იმედი მაქვს, ეს მალე მორჩება“, – ამბობს მაღაზიის მფლობელი სვეტლანა.

მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსი ომში არ მონაწილეობს, უკრაინული არმიის მეთაურობას მიაჩნია, რომ ბელარუსიდან შესაძლო საფრთხის უგულვებელყოფა შეუძლებელია.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend