მაჩაბლის 13 ნომერში, მწერალთა სახლის შენობაში განთავსებული რეპრესირებული მწერლების მუზეუმი დასრულებულ სახეს დეკემბერში მიიღებს. იქამდე კი სულ ცოტა ხნის წინ რეგიონული შეხვედრების ციკლი დაიწყო.
რეპრესირებული მწერლების მუზეუმის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა გორში. ლექციების მიზანი, ისევე როგორც მუზეუმის ფუნქცია, საბჭოთა ტოტალიტარიზმისა და მისი მასობრივი დანაშაულების შესახებ ჯერ კიდევ უცნობი ცოდნის გავრცელება და საზოგადოებამდე მიტანაა. განსაკუთრებულად კი ისეთი კომპლექსური საკითხის, როგორიცაა ხელოვანთა ბედი ტოტალიტარულ სისტემაში.
რას გვიამბობს რეპრესირებული მწერლების მუზეუმი – ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილემ, ლელა შუბითიძემ ისაუბრა