მთავარიევროპაპოლონეთიპოლონეთი მიგრანტთა ახალი ტალღის მოლოდინში

პოლონეთი მიგრანტთა ახალი ტალღის მოლოდინში

პოლონეთი რუსეთის ფედერაციის ანკლავთან, კალინინგრადის ოლქთან სასაზღვრო ინფრასტრუქტურას ამაგრებს. ვარშავაში ეჭვობენ, რომ მოსკოვი ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან მიგრანტების ტალღის მეშვეობით პოლონეთზე ზეწოლას და რეგიონში დესტაბილიზაციის მიღწევას ცდილობს.

“პოლონელმა სამხედროებმა საზღვრის გამაგრების მიზნით მშენებლობა დაიწყეს, რუსეთის ფედერაციასთან სახელმწიფო საზღვრის მთლიანი პერიმეტრი განახლდება, ამავე დროს მოხდება საზღვრის თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვაც“, – განმარტავს მესაზღვრე კონრად სცვედი.

ბევრი ანალიტიკოსის აზრით, რუსეთის ფედერაცია მიგრანტების ევროკავშირში მოხვედრის მიზნით ახალ გზებს ეძებს.

„ამ ეტაპზე კალინინგრადის ოლქში მიგრანტთა დიდი რაოდენობა არ იმყოფება, მაგრამ შესაძლებელია ეს მალე შეიცვალოს და ზუსტად იგივე მოცემულობის მომსწრენი გავხდეთ როგორც ეს გასულ წელს ბელარუსთან სახელმწიფო საზღვარზე ვნახეთ. საზღვრის გამაგრება პოლონური მხარის მიერ თადარიგის დაჭერის მიზნით ხდება, უკრაინაში ინტერვენციის ფონზე მოსკოვში ამ ეტაპზე პოლონეთისთვის არ სცალიათ“, – მიიჩნევს „საერთაშორისო საქმეთა პოლონური ინსტიტუტის“ მკვლევარი ანჟელიკა ლეგუჩკა.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები შიშობენ, თუ რა პირობებში მოუწევთ მიგრანტებს ცხოვრება.

“მართალი გითხრათ ინფორმაცია მიგრანტთა ახალი ტალღის შესახებ სწორედ რუსული მხარის მიერ გავრცელდა. არც კი მინდა წარმოვიდგინო თუ როგორ ეპყრობიან ადამიანებს საზღვრის მეორე მხარეს და ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა ვაიძულოთ მიგრანტებს მოძალადეებთან დაბრუნება“, – მიიჩნევს მოხალისე კალინა ჩვარნოგი.

პოლონეთი კალინინგრადის ოლქიდან მიგრანტთა ახალ ტალღას ელის, თავად კალინინგრადი კი უკრაინიდან ლტოლვილებს, რომლებიც ამჯერად არამხოლოდ ჭურვებს არამედ ზამთარსაც გაურბიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend