მთავარიმსოფლიოCOP 27: ემანუელ მაკრონი ზღვაში კვლევითი სამუშაოების აკრძალვის წინადადებით გამოდის

COP 27: ემანუელ მაკრონი ზღვაში კვლევითი სამუშაოების აკრძალვის წინადადებით გამოდის

ეგვიპტეში COP27-ის კლიმატის სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბუნებრივი რესურსების მოპოვების მიზნით ზღვაში ბურღვითი სამუშაოების სრული აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოში, უკრაინაში მიმდინარე ომმა სასურსათო და ენერგოკრიზისი გამოიწვია. განსაკუთრებით კი ხმელთაშუა ზღვის რეგიონი და აფრიკა დაზარალდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ რუსეთიდან მომავალი ენერგოსაფრთხის გამო ისინი არ იტყვიან უარს კლიმატთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. ქვეყნებმა ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულონ. მისი თქმით, უფრო მდიდარი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით ევროკავშირისა და მათ შორის საფრანგეთისთვის, კლიმატის საკითხები ეროვნული სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მათ ვალდებულებებსაც ითვალისწინებს.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მთავარი მრჩეველი შტეფან კორნელიუსი აღნიშნავს, რომ ეს კარგი პოლიტიკური ნიშანია იმისა, რომ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

მისი თქმით, კლიმატის ცვლილება ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომლის წინაშეც არიან ახლა. მსოფლიოში მრავალი კრიზისია. კრიზისია ბიომრავალფეროვნებაში, სურსათისა და ენერგოსექტორებში, თუმცა კლიმატის კრიზისი ამ პრობლემების პარალელურად არსებობს და ზოგჯერ პირველ ადგილზეც გადადის ხოლმე იმ ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, რომლებიც კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული.

ლიდერები ამ პლატფორმას იყენებენ, რომ ისაუბრონ კოორდინირებული და მყისიერი გლობალური ქმედებების აუცილებლობის მნიშვნელობაზე. თუმცა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე არიან კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგებით, მხოლოდ სიტყვები არ არის საკმარისი. როგორც მოსალოდნელია, კონფერენციის მიმდინარეობისას კიდევ უფრო მეტი მოწოდება იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend