მთავარიევროპაუკრაინაომი უკრაინაში: დონეცკის რეგიონში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

ომი უკრაინაში: დონეცკის რეგიონში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

რუსული ძალების გაძლიერებული იერიშების შედეგად, დონეცკის რეგიონში განადგურებული შენობების რაოდენობა იზრდება.

ამავდროულად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში, ადგილობრივებს ქალაქის, რაც შეიძლება სწრაფად დატოვებისკენ მოუწოდებენ. მოქალაქეები ევაკუაციის შესახებ ცნობებს მობილურ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით იღებენ.

მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზე უკრაინელთა წნეხის შედეგად, რუსმა სამხედროებმა ქალაქიდან უკვე გაიყვანეს მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი. უკრაინელები წინ მიიწევენ ქვეყნის სამხრეთში, რუსეთი კი აძლიერებს კიევზე თავდასხმას.

უკრაინელ ტანკისტებს იმედი აქვთ, რომ მალე მიიღებენ ბრძანებას ხერსონის გათავისუფლების თაობაზე, სანამ ამინდი მიწას გაუვალ ტალახად აქცევს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი მორიგ კადრებს ავრცელებს, სადაც აღწერილია ციმბირში მობილიზებულთა წვრთნის პროცესი.

ეს ის ჯარისკაცები არიან, რომლებიც სექტემბერში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტის დასაცავად გაიწვია.

ამასობაში, რუსეთის მიერ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული მებრძოლები, რომლებიც უკრაინელების ტყვეობაში იყვნენ,  დასახლება ამვროსივკაში გადაიყვანეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend