საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართა. ამ ფორმატში შეხვედრა თითქმის ერთი წელია არ გამართულა. მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ფორმატით მოწვევა ითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა. ამჯერად, საბჭოს მოწვევა საქართველოს პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა.
ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საუბრობს ბრიგადის გადამდგარი გენერალი, გიორგი სურმავა