დღეს თბილისის წიგნის დღეები იხსნება. სამდღიან ღონისძიებაზე 4, 5 და 6 ნოემბერს ლიტერატურის მოყვარულებს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი უმასპინძლებს და მათ ათეულობით ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამომცემლობასა და მაღაზიას გააცნობს.
რა შესაძლებლობა ეს ქართული გამომცემლობებისთვის და რა სიახლეებს სთავაზობენ ისინი ქართველ მკითხველს, გამომცემლობა “არტანუჯის” საგამომცემლო პროექტების კოორდინატორი დავით ნიორაძე გახლავთ ჩვენი სტუმარი