მთავარისაქართველოკულტურის სხვადასხვა სფეროდან გათავისუფლებული სპეციალისტები მინისტრ თეა წულუკიანს მიმართავენ

კულტურის სხვადასხვა სფეროდან გათავისუფლებული სპეციალისტები მინისტრ თეა წულუკიანს მიმართავენ

„სამართლიანი არჩევნების (ISFED)“ ოფისში კულტურის სხვადასხვა სფეროდან გათავისუფლებული სპეციალისტების ბრიფინგი გაიმართა, სადაც თქვეს, რომ კულტურის მინისტრის სურვილით განსხვავებული აზრის დევნის მიზნით, მაღალი დონის სპეციალისტების დევნა და რეპრესიები მიმდინარეობს.

მუზეუმებიდან და სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციიდან, რეორგანიზაციის საფუძველზე გაშვებული პირები ამბობენ, რომ ეს პროცესი ქართული კულტურის ჩამოშლას მოიტანს, რაც დამანგრეველი იქნება ქართული იდენტობისთვის.

მათი განმარტებით, რეორგანიზაციის დროს, ახლად დანიშნული მმართველები თანამშრომლებთან ფორმალურ, ზედაპირულ გასაუბრებას ატარებენ, რაც არ ეფუძნება მათი ცოდნის ხარისხის რეალურ გამოვლენას. ძირითადი პრობლემა კი მათ ზოგად და პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით აღმოჩნდება ხოლმე, რაც სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლებით სრულდება.

ისინი კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს მოუწოდებენ, შეწყვიტოს თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლება და საკადრო პოლიტიკა პროფესიულ გამოცდილებასა და ცოდნაზე დაფუძნებული წესებით მართოს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend