მთავარიაზიაირანიირანში მომინიტინგეებმა თეირანთან ახლოს ქალაქის შესასვლელი გადაკეტეს

ირანში მომინიტინგეებმა თეირანთან ახლოს ქალაქის შესასვლელი გადაკეტეს

გუშინ, 4 ნოემბერს ირანში, თეირანთან ახლოს, ქარაჯში,  საპროტესტო აქცია გაიმართა. ასობით მომიტინგემ ქალაქში გამავალი გზატკეცილი გადაკეტა და საბურავებს ცეცხლი წაუკიდა.

ირანის ოფიციალური მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარ შეტაკებებს ირანის სამხედრო დაჯგუფების ერთი წევრი ემსხვერპლა, დაშავდა 10 პოლიციელი.

ინციდენტი რეჟიმის მოწინააღმდეგის ჰადის ნაჯაფის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს მოხდა. როგორც ცნობილია, იგი 21 სექტემბერს უსაფრთხოების ძალებსა და მომიტინგეებს შორის მომხდარ შეტაკებას  ემსხვერპლა.

თუმცა თავდაპირველად პროტესტი სექტემბრის შუა რიცხვებში პოლიციის მიერ დაკავებული მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო დაიწყო.

მიუხედავად სასტიკი რეპრესიებისა, ქვეყანაში პროტესტი არ წყდება.

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაკავებულია რამდენიმე პირი. მათ უმოკლეს დროში  გადაკეტილი გზატკეცილის გახსნაც მოახერხეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend