„მედიის წვდომა საჯარო ინფორმაციაზე: კანონდებლობა – რეალობა” – ამ სახელწოდების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა დღეს, 5 ნოემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა.
ორგანიზაციის ცნობით, სახელმწიფოში დაცულ ინფორმაციაზე წვდომის მთავარი დამაბრკოლებელი მიზეზია საჯარო დაწესებულებების მიერ კანონმდებლობის ცხადი მოთხოვნების დარღვევა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება.
ძირითად მიგნებებში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტთა დაახლოებით 12%-მა შეძლო კანონით გათვალისწინებული ვადის დაცვით საჯარო ინფორმაციის სრულად მოპოვება.
დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ ქვეყანაში არ არსებობს სპეციალური ინსტიტუტი, რომელიც ეფექტურ ადმინისტრაციულ ზედამხედველობას გაუწევს საჯარო ინფორმაციის გაცემას.
ანგარიშში წერია, რომ არის ისეთი საჯარო დაწესებულებები, სადაც საერთოდ არ რეაგირებენ არც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე და არც შესაბამის საჩივრებზე.