უკიდურესად მძიმე გვალვამ ზიანი მიაყენა იმ ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკაც მჭიდროდ არის დაკავშირებული ცენტრალური ევროპის ყველაზე გრძელ მდინარესთან – დუნაისთან.
მდინარეში წყლის დონე ისე დაეცა, როგორც არასდროს, რის გამოც გართულდა კომერციული ნავიგაცია და პრობლემები შეექმნა ვაჭრობასთან დაკავშირებულ სექტორებს, რომლებიც მანამდე უკრაინის ომმა დააზარალა.
ყველაზე მძიმე მდგომარეობა რუმინეთში შეიქმნა, პორტ კონსტანცასთან და მის მიმდებარე დელტის მახლობლად.
ედმონ შანდრუ, მარცვლეულის გადამზიდავი დუნაიზე ამბობს, რომ „როგორც წესი, ათასიდან 1200 ტონამდე მარცვლეული გადაგვაქვს, წყლის დონის დაწევის დროს კი დაახლოებით 700, ყველაზე ბევრი 740 ტონა გადავზიდეთ, ფაქტობრივად, ნორმის ნახევარი. ჩვენი პოტენციალის მხოლოდ 60 პროცენტის გამოყენება შევძელით.“
გვალვის პერიოდში გადამზიდი კომპანიები მხოლოდ იმიტომ არ დაიხურა, რომ დუნაის პორტებიდან რენიდან და იზმაილიდან უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვაზე მაღალი მოთხოვნა იყო.
ტულჩა-გალაცი-კონსტანცის მარშრუტზე წყლის დონე საკმარისად მაღალი იყო იმისთვის, რომ ბარჟებს გაჭირვებით კონსტაცამდე მიეღწიათ.
კონსტანცის სანავიგაციო გზების ადმინისტრაციის მენეჯერი დანიელ ჯორჯესკუ თვლის, რომ 2022 წლის ზაფხული კატასტროფული გამოდგა. მისი განმარტებით, რუმინეთში დარეგისტირებული წყლის ყველაზე დაბალი დონე ქალაქ ჩერნავოდეში დაფიქსირდა 1.40 მეტრი იყო.
„ ახლა 4 მეტრი და 70 სანტიმეტრია. ეს ძალიან დიდი ვარდნა იყო. ჩემი აზრით, იმ 11 წლის განმავლობაში, რაც კომპანიას ვმართავ, ეს ყველაზე რთული ზაფხული იყო“, – ამბობს დანიელ ჯორჯესკუ.
აგვისტოს დასაწყისში ხელისუფლებამ დუნაის არხიდან წყლის სარწყავად გამოყენება აკრძალა. ორი თვის განმავლობაში ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირის ნათესები წვიმის იმედად დარჩა და ახლა საშემოდგომო მოსავალსაც საფრთხე ემუქრება.
დუნაის ზედა ნაწილში მდებარე სერბეთშიც იგივე პრობლემებია დუნაიზე დამოკიდებული წყლის სისტემების თვალსაზრისით.
სერბი კლიმატოლოგი ვლადიმირ ჯურჯევიჩი ამბობს, რომ „წლიურ დონეზე მეტ-ნაკლებად იმავე რაოდენობის ნალექი მოდის, როგორც ძველად, ნალექის საერთო წლიური მაჩვენებელი ცოტა გაიზრდა კიდეც. მაგრამ ცუდი ის არის, რომ ნალექი არათანაბრად ნაწილდება – უნალექო პერიოდები გაიზარდა და შემდეგ მოკლე დროში ძალიან უხვი ნალექი მოდის.“
სპეციალისტები ამბობენ, რომ გვალვის გვალენა, რომლის გამოც დუნაის დონემ დაიწია, ჯაჭვური რეაქაციით ეკონომიკაზეც გავრცელდება. ეს უკვე აისახა ფასების ზრდაზე და მომავალში მდგომარეობა კიდევ გაუარესდება.
ავტორი: დიანა სობარუ