მთავარიევროპასაფრანგეთი„დაბრუნდით აფრიკაში!“- შეძახილი, რომელსაც არეულობა მოჰყვა საფრანგეთის პარლამენტში

„დაბრუნდით აფრიკაში!“- შეძახილი, რომელსაც არეულობა მოჰყვა საფრანგეთის პარლამენტში

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის სხდომაზე საიმიგრაციო საკითხებზე გამართულ დისკუსიას დაპირისპირება მოჰყვა. როდესაც საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მემარცხენე დეპუტატი  ხმელთაშუა ზღვის გავლით წამოსულ მიგრანტებზე საუბრობდა, ერთ-ერთმა ულტრამემარჯვენე დეპუტატმა წამოიძახა ფრაზა: „დაბრუნდით აფრიკაში!“

ამ ამბავს დიდი არეულობა მოჰყვა. ასამბლეაზე  დეპუტატის გარიცხვას მოითხოვდნენ. ფრანგულად წარმოთქმული ფრაზის ორნაირად გააზრებაა შესაძლებელი. გაურკვეველია, რას გულისხმობდა  ულტარმემარჯვენე დეპუტატი:  ევროპაში ჩამსვლელ მიგრანტებს თუ მემარცხენე დეპუტატს, რომელიც წარმოშობით კონგოდანაა.

საფრანგეთოს პარლამენტის წევრი მატილდა პანო ამბობს, რომ დეპუტატს კითხვის დასმა სურდა, როდესაც ულტრამემარჯვენე დეპუტატმა  გრეგორი დე ფურნამ მას სიტყვა შეაწყვეტინა და  აფრიკაში დაბრუნება ურჩია. მისი თქმით, დღეს ულტრამემარჯვენეებმა თავიანთი ჭეშმარიტი სახე გამოაჩინეს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ელიზაბეტ ბორნის თქმით, დემოკრატიაში რასიზმი მიუღებელია. იგი სანქციების დაწესებას არ აპირებს,  რადგან ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა.

ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის იაელ ბრაუნ-პივეს შეფასებით, ვითარება საკმაოდ სერიოზულია. იგი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, იმსჯელონ  შესაბამის სანქციაზე.

ეროვნული ასამბლეა ულტრამემარჯვენე დეპუტატისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend