მთავარიაზიაჩრდილოეთ კორეაფხენიანმა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა

ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გამოცადა. მეზობელი სახელმწიფოები შეშფოთებას ვერ მალავენ. ჩრდილოეთი კორეა ბოლო პერიოდის განმავლობაში სულ უფრო ხშირად ატარებს ბალისტიკური რაკეტების საგამოცდო მანევრებს.

“ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური სარაკეტო შეიარაღების გამოცდა პროვოკაციულია და საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ამ გამოცდების ჩატარება ეწინააღმდეგება გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციასაც. ჩვენ ვგმობთ ჩრდილოეთ კორეის ქმედებებს და მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმა“, – აცხადებს სამხრეთ კორეის გენერალური შტაბის პრესმდივანი კიმ ჯუნ რაკი.

არსებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში ზოგიერთი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა წარუმატებელი აღმოჩნდა. იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლები კი შიშობენ, რომ ფხენიანის რაკეტები იაპონის ჩრდილოეთ რეგიონებს საფრთხეს შეუქმნიან.

“ჩრდილოეთ კორეის მიერ სარაკეტო გამოცდების ჩატარება საგანგაშო და მიუღებელია. ჩემი დავალებით, შესაბამისი უწყებები მოსახლეობას უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიაწვდიან ინფორმაციას. მე უკვე გავეცი ბრძანება ფხენიანის მიერ ჩატარებული სარაკეტო ცდების ანალიზის შესახებაც“, – აცხადებს იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა.

ფხენიანმა საერთო ჯამში 20-ზე მეტი რაკეტა გამოცადა. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების აზრით, სარაკეტო გამოცდა სეულისა და ვაშინგტონის ერთობლივი სამხედრო მანევრების საპასუხო ნაბიჯია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend