კერამიკის გალერეა White Studio-სა და ესტონეთის საელჩოს ეგიდით თბილისში დღეს ესტონეთ-საქართველოს დიპლომატური ურთიერთობისა და მეგობრობის 30 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდება.
ღონისძიება ასევე მოიცავს ესტონელი მხატვრის, ტინა კალუსტეს პერსონალურ გამოფენას, რომელიც White Studio-ს საგამოფენო სივრცეში ხვალ გაიხსნება.
ფაიფურის 40-მდე ნამუშევარი მხატვარმა საგანგებოდ ამ გამოფენისთვის შექმნა. სტუმრებს ასევე ექნებათ საშუალება დაათვალიერონ White studio-ს სახელოსნოში შესრულებული კერამიკული ნამუშევრები და თანამედროვე ქართველი მხატვრების მიერ შექმნილი კერამიკული ობიექტების პერმანენტული კოლექცია.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში კერამიკის გალერეა White Studio-ს ხელმძღვანელმა ნატო ერისთავმა ისაუბრა