ისრაელში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მეხუთედ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. წინასწარი მონაცემებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიდერობს. მისი პარტია კოალიციაშია ულტრამემარჯვენე პარტიასთან, რომელიც რადიკალური რიტორიკით გამოირჩევა არაბებისა და ზოგადად, უმცირესობების მიმართ.
ბოლო დღეებია მსოფლიო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანი გეგმავს იერიში მიიტანოს საუდის არაბეთში სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. პარალელურად კი ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძე საუბრობს