თეირანში, სავაჭრო ცენტრში უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, თუმცა თავად დაზარალდნენ, რადგან მავნე აირი სწორედ მათკენ წამოვიდა.
ზნეობის პოლიციის მიერ ჰიჯაბის არასწორად გამოყენების ბრალდებით დაკავებული გოგოს გარდაცვალებას მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ექვსკვირიანი პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება მომიტინგეებს მოუწოდებს, შეწყვიტონ დემონსტრაციები. თუმცა ხალხის პროტესტი მაინც გრძელდება. ისინი სისტემატურად მართავენ აქციებს საცხოვრებელ რაიონებსა და ქალაქების ცენტრებში.
უნივერსიტეტის სტუდენტები ანტისამთავრობო დემონსტრაციების მხარდასაჭერად გაფიცვებსაც აწყობენ.