2022 წელს მწერალთა სახლი საკუთარ კედლებში კიდევ ერთხელ უმასპინძლებს ჟანრული ლიტერატურის მოყვარულებსა და მწერლებს.
ფესტივალზე “ინსომნია“ ნაწარმოებების გაგზავნის ბოლო ვადა 6 ნოემბერია. ფესტივალის მიზანია თანამედროვე ჟანრული ლიტერატურის განვითარების წახალისება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის გააქტიურებას, ქართული ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნასა და პოპულარიზებას.
“ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში ამ თემაზე ფესტივალ “ინსომნიას“ დამფუძნებელმა, ზაზა კოშკაძემ ისაუბრა