სტატისტიკა ბავშვებისა და მოზარდებისთვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პორტალი 2020 წელს საქსტატის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის სტატისტიკური ინფორმაციის საინტერესო და სახალისო გზით მიწოდება, რაც მათ დაეხმარება მონაცემების სწორად აღქმაში, გააზრებასა და გამოყენებაში.
რატომ არის მნიშვნელოვანი ახალი თაობისთვის ქვეყნის შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემების ცოდნა – ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა