მომავალი წლიდან საქართველოში ყველა ტიპის #თამბაქო სადა შეფუთვით უნდა გაიყიდოს. დადგენილების თანახმად, თამბაქოს ისეთი შეფუთვა უნდა ჰქონდეს, რომ მომხმარებელმა ერთი ბრენდის ნაწარმი მეორისგან მარტივად, ერთი შეხედვით ვერ გაარჩიოს.
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი საქართველოში 2018 წლიდან მოქმედებს. როგორც კვლევები აჩვენებს, ოთხი წლის განმავლობაში შემცირდა როგორც მწეველთა რაოდენობა, ასევე ის დაავადებები, რაც თამბაქოს მოხმარებითაა გამოწვეული.
გიორგი ბახტურიძე – თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი საუბრობს „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში