მთავარიევროპარუსეთირუსმა კანონმდებლებმა "არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების" პროპაგანდის ამკრძალავი კანონპროექტი მიიღეს

რუსმა კანონმდებლებმა “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების” პროპაგანდის ამკრძალავი კანონპროექტი მიიღეს

საერთაშორისო უფლებადამცველებმა დაგმეს ჰომოფობიური და დისკრიმინაციული კანონპროექტი და განაცხადეს, რომ ის მტრულ გარემოს ქმნის ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი თუ ქვიარ ადამიანებისთვის

რუსმა კანონმდებლებმა პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც ახალ,  მკაცრ შეზღუდვებს უწესებს ქვეყანაში ლგბტქ+ უფლებების ხელშემწყობ აქტივობებს.
მოზრდილებსა და ბავშვებში იკრძალება ე.წ. „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების“ შესახებ ინფორმაციის გავრცელება და „გამართლება.“ არასრულწლოვანთა შორის აიკრძალება ინფორმაციის გავრცელება ჰომოსექსუალებისა და ტრანსგენდერების შესახებ. რუსი დეპუტატების თქმით, მათ უნდა დაიცვან ისინი, ვისაც მათივე განცხადებით ე.წ. „ნორმალურად ცხოვრება სურთ“.

„სხვა ყველაფერი ცოდვაა, სოდომია, სიბნელეა და ჩვენი ქვეყანა ამას ებრძვის.“ – განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, პალატის თავმჯდომარემ.

ჰომოფობიური და დისკრიმინაციული კანონპროექტით იმ ფილმების ნახვა, რომლებიც ლგბტქ+ თემის პროპაგანდად ჩაითვლება, აკრძალული იქნება ზრდასრულებისთვისაც და ფილმები ვერ მიიღებენ  გაქირავების ლიცენზიას. კანონპროექტის დარღვევის შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეს ჯარიმის გადახდა მოუწევს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ქვეყნიდან გაძევება დაემუქრებათ. რუსი დეპუტატების თქმით, კანონპროექტების მეორე მოსმენისას სასჯელი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს და გამკაცრდეს. საერთაშორისო უფლებადამცველებმა დაგმეს ჰომოფობიური და დისკრიმინაციული კანონპროექტი და განაცხადეს, რომ ის მტრულ გარემოს ქმნის ლესლოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი თუ ქვიარ ადამიანებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend