მთავარიევროპაიტალიაჯორჯია მელონის სამთავრობო პროგრამას დეპუტათა პალატამ ნდობა გამოუცხადა

ჯორჯია მელონის სამთავრობო პროგრამას დეპუტათა პალატამ ნდობა გამოუცხადა

იტალიის დეპუტატთა პალატამ ჯორჯია მელონის სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. ჯორჯია მელონი პირველი ქალი მეთაურია ქვეყნის ისტორიაში.  მან მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტნიორების მხარდაჭერა მას შემდეგ მოიპოვა, რაც საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა.  მას სურდა, განემარტა და გაექარწყლებინა ეჭვები თავის პოლიტიკურ ორიენტაციასთან  დაკავშირებით.

ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ მისი სიტყვები არ იყო  სწორად აღქმული. იგი არასოდეს ყოფილა სიმპათიით განწყობილი არადემოკრატიული, მათ შორის ფაშისტური რეჟიმების მიმართ.

ჯორჯია მელონიმ  ასევე აღნიშნა, რომ მისი მთავრობა საზოგადოებისთვის ტრადიციული ოჯახის მნიშვნელობას აღიარებს.

მისი აზრით, იტალიას მასშტაბური გეგმა სჭირდება როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული თვალსაზრისით. იტალიაში უნდა გაიაზრონ, რამდენად პატივსაცემია მშობელი. ჯორჯია მელონის მთავრობის სურვილია, ოჯახი საზოგადოების ღირსეულ ჯგუფს წარმოადგენდეს.

მელონის არ სურს, რომ  მის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაურკვევლობა იყოს. მისი თქმით, იტალია კვლავ სანდო პარტნიორი იქნება ნატოსთვის. ისინი გააგრძელებენ მამაცი უკრაინელი ხალხის დახმარებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბრძოლაში არა მხოლოდ იმიტომ,  რომ იტალია არ აღიარებს აგრესიულ ომსა და სუვერენული ერის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, არამედ იმიტომ,  რომ ეს საუკეთესო გზაა ეროვნული ინტერესების დასაცავად.

ოთხშაბათს მელონის სამთავრობო პროგრამა იტალიის სენატმა უნდა დაამტკიცოს, რაც, ფაქტობრივად, ფორმალობაა. ხმათა უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების  „იტალიის ძმების“ (მელონის პარტია), „ფორცა იტალიის“  (ბერლუსკონის პარტია) და „ლიგის“ (სალვინის პარტია) ალიანსს აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend