გენდერული კვოტები

გაეროს განვითარების პროგრამის ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის მიმართულების ხელმძღვანელი, ლელა აქიაშვილი და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საქართველოში, თეონა ყუფუნია

“მას შემდეგ, რაც საქართველომ სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტები შემოიღო, მეტი ქალი იყრის კენჭს არჩევნებზე, რაც როგორც საზოგადოებრივ დაკვეთას, ისე პოლიტიკური პარტიების მისწრაფებებს შეესაბამება. თუმცა, ამ საარჩევნო მექანიზმის სრულად ამოქმედება საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას მოითხოვს.

ამავდროულად, პოლიტიკურმა პარტიებმა მეტად უნდა იზრუნონ ქალ კანდიდატთა გამოვლენაზე, მოზიდვასა და წახალისებაზე, რისთვისაც მკაცრად გაწერილი შიდა წესები უნდა შემოიღონ” – ეს და სხვა მიგნებები წერია კვლევაში, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით და დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის ხელშეწყობით განხორციელდა.

რა გავლენა აქვს საარჩევნო გენდერული კვოტებს საქართველოს პოლიტიკასა და საზოგადოებაზე 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მაგალითზე, ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ისაუბრეს გაეროს განვითარების პროგრამის ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის მიმართულების ხელმძღვანელმა, ლელა აქიაშვილმა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ საქართველოში, თეონა ყუფუნიამ

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend