მთავარი მსოფლიო UNITED NATIONS გაერო: უკრაინაში მილიონი იძულებით გადაადგილებული ადამიანი დახმარებას ითხოვს

გაერო: უკრაინაში მილიონი იძულებით გადაადგილებული ადამიანი დახმარებას ითხოვს

გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოების ინფორმაციით, უკრაინაში მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირია, რომლებიც თავშესაფარს ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ეძებენ. ადგილობრივი დაწესებულებები ვეღარ უმკლავდებიან არსებულ პრობლემებს, მათ სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება.

„ახლა 5,670 ადგილას 1 მილიონი ადამიანია. იძულებით გადაადგილებული პირები დროებით თავშესაფარსა და დახმარებას ეძებენ. ეს საკითხი დროულად უნდა გადაწყდეს, რადგან ზამთარი ახლოვდება. პირველ რიგში, რაც მათ სჭირდებათ, ზამთრის ტანსაცმელი, საბნები, პორტატიული ღუმელები და საწვავია“, – გაეროს სპიკერი სტეფან დიუჟარიკი.

სხვა ქვეყნებში გადასული უკრაინელების რაოდენობა გაცილებით მეტია. გაეროს მონაცემებით, მათი რიცხვი 7,7 მილიონს შეადგენს. უკრაინის ხელისუფლება მოუწოდებს მათ, გაზაფხულამდე სახლში არ დაბრუნდნენ.

უკრაინაში შიშობენ, რომ ქვეყნის ენერგეტიკული ქსელები რუსეთის თავდასხმებს ვეღარ გაუძლებს და მოიშლება. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის საჰაერო დარტყმებმა ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მესამედზე მეტი გაანადგურა.

უახლესი

სხვა ამბები

გაეროგაერო

Send this to a friend