დიდი ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა.
25 ოქტომბერს კონსერვატორული პარტიის ახალი თავმჯდომარე მეფე ჩარლზმა თავის სასახლეში მიიწვია და მას მთავრობის შექმნა დაავალა.
20 ოქტომბერს ლიზ ტრასმა პრემიერ-მინისტრად არჩევიდან 45 დღის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.
ტრასს გადადგომისკენ კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა მას შემდეგ მოუწოდეს, რაც მთავრობა მისი ეკონომიკური პოლიტიკისგან გამოწვეული უკმაყოფილების შემდეგ არეულობამ მოიცვა.
კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლას ექსპრემიერი, ბორის ჯონსონი კვირას გამოეთიშა.
ბორის ჯონსონს მიაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას საკმარისი მხარდაჭერა ჰქონდა. მისი თქმით, „ეფექტიანად ვერ მართავ ქვეყანას, თუ არ გყავს ერთიანი პარტია პარლამენტში“.