საკრედიტო საინფორმაციო ბიურო “კრედიტინფოს” ცნობით, 30 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ბანკის მსესხებლების რაოდენობა დაახლოებით მილიონ 600 ათასია. კრედიტის ჯამური თანხა 32 მილიარდ ლარზე მეტია.
ამ სტატისტიკაში 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება მიმდინარე თვის მონაცემებით 15 ათასამდე მსესხებელს აქვს.
რამდენად იზრდება პრობლემური სესხების რაოდენობა საქართველოში წლიდან-წლამდე და რა არის ვადაგადაცილების მთავარი მიზეზი? ბანკისა და მსესხებლების ურთიერთობის შესახებ “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის ხელმძღვანელმა, ადვოკატმა გიორგი კაკუბავამ ისაუბრა