მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდი ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი შესაძლოა პრემიერი გახდეს

დიდი ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი შესაძლოა პრემიერი გახდეს

შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი გახდეს. კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლას ექსპრემიერი, ბორის ჯონსონი კვირას გამოეთიშა.

ბორის ჯონსონს მიაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას საკმარისი მხარდაჭერა ჰქონდა. მისი თქმით, „ეფექტიანად  ვერ მართავ ქვეყანას, თუ არ გყავს ერთიანი პარტია პარლამენტში“.

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა უკვე გადალახა ბარიერი, რომელიც 100 დეპუტატის მხარდაჭერას გულისხმობს. ახლა მისი ერთადერთი კონკურენტი პენი მორდაუნტია, რომელმაც შესაძლოა, მოიპოვოს 100 დეპუტატის მხარდაჭერა.

კანონის მიხედვით, თუ მხოლოდ ერთი კანდიდატი მოიპოვებს 100 კონსერვატორი დეპუტატის მხარდაჭერას, მას პრემიერად 24 ოქტომბერს დაასახელებენ, ხოლო თუ ამ ზღვარს ორი კანდიდატი გადალახავს, პარტიაში კენჭისყრა გაიმართება და გამარჯვებულს პარასკევს გამოაცხადებენ.

ფინანსთა ყოფილი მინისტრი 42 წლის სუნაკი აგრძელებს პრემიერობისთვის ბრძოლას და პირობას დებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის მოსაგვარებლად პატიოსნად იბრძოლებს. მისი აზრით, ქვეყნის მართვისთვის აუცილებელია  პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობის გრძნობა.

პოლიტოლოგთა უმეტესობა თვლის, რომ სუნაკს, რომელიც 7 კვირის წინ ლიზ ტრასმა დაამარცხა, ახლა ყველაზე მეტი შანსი აქვს, რომ უხელმძღვანელოს კონსერვატიულ პარტიას და გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend