მთავარიევროპაუკრაინაომი უკრაინაში: ბელარუსში რუსული ჯარების კონცენტრაცია გრძელდება

ომი უკრაინაში: ბელარუსში რუსული ჯარების კონცენტრაცია გრძელდება

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ უკრაინის დედაქალაქზე შეტევა 28 “კამიკაძე” დრონის მეშვეობით მოხდა, შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. სარაკეტო შეიარაღების დაზოგვის მიზნით კრემლი უფრო ხშირად იყენებს სამხედრო დრონებს.

ევროკავშირი ათასობით უკრაინელი ჯარისკაცის ბლოკის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გაწვრთნას იწყებს. ევროკავშირი კიევს შეიარაღების შესაძენად დაახლოებით ნახევარი მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ მოსკოვი ომს აგებს როგორც მორალური ასევე,  სამხედრო თვალსაზრისით.

“ამ ომს გავლენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს, რუსეთის ფედერაცია კი უფრო და უფრო მეტად მიდის იზოლაციისკენ, საერთაშორისო საზოგადოების განწყობა ნათელია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბოლო გენერალური ასამბლეის დროს ჩატარებული კენჭისყრითაც. მორალურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით რუსეთის ფედერაცია ომს აგებს”,  – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

მინსკი ავრცელებს კადრებს, თუ როგორ  შედის  ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო კოლონა.

ბელარუსში ამბობენ, რომ ეს მხოლოდ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად ხდება, რადგან  მათივე თქმით, უკრაინა ბელარუსში შეჭრას აპირებს.

რუსი სამხედროები კი ამბობენ, რომ  ისინი მოძმე ერის მხარდასაჭერად ჩავიდნენ   ბელარუსში და  მათი მიზანია ბელარუსის სახელმწიფო საზღვრების გამაგრება.

ამერიკული ორგანიზაციის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მკვლევართა ცნობით,  კიევმა განაახლა კონტრშეტევა სამხრეთის ფრონტზე, ხერსონის რეგიონში.

უკრაინული წყაროების ცნობით კი, მოსკოვს არანაირი წინსვლა არ აქცს აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე და  მოსკოვის ცნობები, თითქოს ქალაქ ბახმუტის გარშემო რუსული არმია წინ წავიდა – სიცრუეა.

ამ ფონზე,ბელარუსში რუსული ჯარების კონცენტრაცია გრძელდება. ე.წ. სამხედრო მობილიზაცია კი მოსკოვის ცნობით რუსეთში ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend