მთავარიევროპაგერმანიაგერმანიის ციფრული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი რუსეთთან ფარულ კავშირში ამხილეს

გერმანიის ციფრული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი რუსეთთან ფარულ კავშირში ამხილეს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ციფრული უსაფრთხოების უწყების მეთაური, არნე შიონბომი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მიზეზი კი ამ უკანასკნელის რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან კავშირია.

არნე შიონბომი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ციფრული უსაფრთხოების უწყებას 2016 წლიდან მართავდა, მისი დაფუძნებულია ციფრული უსაფრთხოების კომიტეტიც, რომელიც კერძო და საჯარო ორგანიზაციებს მოიცავს, ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია კი რუსეთის ფედერაციის ჯაშუშის მიერ იღებდა ფინანსურ სახსრებს.

“ჩვენი ციფრული უსაფრთხოება დიდი მნიშვნელობის არის, ეს ხშირად მითქვამს. რამდენიმე ხნის წინ მე წარვადგინე ახალი გეგმა ამ მიმართულებით, რომელიც ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეს ეხებოდა, ამ საკითხს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, ვფიქრობ სათქმელი მეტი არაფერია“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფაეზერიმ.

უკრაინაში რუსული ინტერვენციის მიზეზით კრემლთან გართულებული ურთიერთობების ფონზე მომხდარმა გერმანულ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend