19 ოქტომბერს HR პროფესიონალთა ასოციაცია პირველ მასშტაბურ ღონისძიებას გამართავს. საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი HR პროფესიონალი, აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია და სფეროში მოღვაწე ყველა HR ორგანიზაცია ერთ სივრცეში შეიკრიბებიან.
„ლიდერული გარდასახვა“ – ამ სახელწოდების ღონისძიების მიზანია შეკრიბოს HR სფეროს ყველა აქტორი ერთ სივრცეში და განავითაროს არსებული და მომავალი სპეციალისტების კომპეტენციები სხვადასხვა მიმართულებით. რამდენად იზრდება ადამიანური რესურსების სპეციალისტების როლი საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში – ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში HR პროფესიონალთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ღაჭავამ ისაუბრა