მთავარიევროპაუკრაინაუკრაინული არმია ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს

უკრაინული არმია ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში მომხდარ აფეთქებაში მოსკოვი კიევს ადანაშაულებს.

უკრაინა უარყოფს, რომ იგი პასუხისმგებელია აფეთქებებზე და ამბობს, რომ ისინი გამოწვეული იყო რუსეთის შეცდომით ხარკოვზე ახალი საარტილერიო თავდასხმისთვის მომზადებისას.

რუსეთისთვის კიდევ ერთი დიპლომატიური დარტყმა იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მისი ტერორისტულ სახელმწიფოდ დასახელება.

„ჩვენ გვაქვს მკაფიო პასუხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან, რომელიც არის პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც რუსეთში არსებული რეჟიმი ტერორისტულად გამოაცხადა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს პოლიტიკური სიგნალი. სიგნალი ყველა სახელმწიფოს – ევროპის საბჭოს წევრებისა და დანარჩენი ქვეყნების მხრიდან, რომ ამ ტერორისტულ დაჯგუფებასთან სალაპარაკო არაფერია, რუსეთმა მიითვისა უკრაინის ტერიტორიები და ევროპაში 80 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი ომი წამოიწყო”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სამხრეთით, უკრაინის არმიის წინსვლა და რუსული ჯარების ნაწილობრივი გაყვანა ნიშნავს იმას, რომ შემდეგი ფრონტი ქალაქ ხერსონში შეიქმნება.

რუსეთის მიერ კონტროლირებადი მხარის დანიშნულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი დაიწყებენ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას მოახლოებული ბრძოლების გამო.

ქვეყნის სხვა რეგიონებშიც უკრაინა აგრძელებს წინსვლას და რუსეთი კი ახლომდებარე ქალაქებს ფრონტის ხაზიდან ბომბავს.

ბოლო თავდასხმის დროს 11 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ქალაქ მიკოლაივში ნანგრევებიდან გამოიყვანეს.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend