მთავარისაქართველოვაკის პარკის შადრევანში ჩასული ერთ-ერთი ბავშვი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა

ვაკის პარკის შადრევანში ჩასული ერთ-ერთი ბავშვი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა

თბილისში, ვაკის პარკში შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა.

მათგან ერთ-ერთი, 13 წლის გოგონა კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვა მიმდინარეობს, თუმცა ვინ გამოიკითხება ამ დროისთვის უცნობია.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში ჩატარებული სამოშაოების ცენტრალური კონტრაქტორი „გრინ სერვისი“ იყო და პროექტი მერიამ შეამოწმა.

თბილისის მერის განცხადებით, პროექტი დიდი ხნის დასრულებული იყო, თუმცა თბილისის მერმა ის გუშინ მოინახულა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend