მთავარიმსოფლიოNATOუკრაინისთვის სამხედრო დახმარება იზრდება - NATO-ს მინისტერიალი

უკრაინისთვის სამხედრო დახმარება იზრდება – NATO-ს მინისტერიალი

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ზრდა – სწორედ ეს გახლავთ ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრთა შეხვედრის მთავარი მიზანი.

დიდი ყურადღება ეთმობა საჰაერო თავდაცვის სისტემების კიევისთვის მიწოდებას, ვინაიდან კრემლი აგრძელებს უკრაინის ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას.

“ჩვენ უკრაინას უკვე მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე თანამედროვე ანტისაჰაერო შეიარაღება, რომელიც ძალიან დაეხმარება უკრაინის ჯარებს რუსული რაკეტებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაში“, – განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი კოლეგებთან ერთად უკრაინისათვის სხვა სახის შეიარაღების მიწოდების საკითხსაც განიხილავს.

ნატო რუსულ მხარეს შესაბამისი პასუხით ემუქრება, თუ იგი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. გარდა ამისა, ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ალიანსი ყურადღებით აკვირდება რუსული არმიის ბირთვული სამხედრო შენაერთების გადაადგილებას.

“ეს რუსეთის ფედერაციისთვის სავალალო შედეგებით დასრულდება. რუსულმა მხარემ იცის, რომ ატომური ომის მოგება შეუძლებელია და ასეთი დაპირისპირება არასოდეს უნდა დაიწყოს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით შესაბამისი რუსული სამხედრო შენაერთების გადაადგილებას და ჯერჯერობით ამ თვალსაზრისით საგანგაშო არაფერია“, – აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ბელარუსს მოუწოდა, აღარ მიიღოს მოსკოვის აგრესიულ ქმედებაში მონაწილეობა. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ერთობლივი რუსულ-ბელარუსული სამხედრო დაჯგუფება შეიქმნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend