14 ოქტომბერს ექსპოჯორჯიას ტერიტორიაზე მეოთხედ იხსნება მხატვრული რეწვისა და დიზაინის თბილისის საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2022.“ სამიტში 7 ქეყანა მონაწილეობს. ექსპოზიცია გააერთიანებს მხატვრული რეწვისა და დიზაინის სფეროს 150-ზე მეტი წარმომადგენლის ნამუშევრებს. სამდღიანი სამიტი მოიცავს გამოფენას, ტრენინგებს, მასტერკლასებსა და მხატვრული რეწვის თემაზე შექმნილი მოკლემეტრაჟიან ფილმების ჩვენებას.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში “ეთნოფესტის” დამფუძნებელმა მაკა დვალიშვილმა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა ისაუბრეს.