რაგბის 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოს რაგბის კავშირი ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი ინიციატივით გამოდის. ეს ინიციატივა ეხება ქალების გაძლიერებას სპორტში და ქმედით ნაბიჯებს, რომლებმაც წესით ქალებს ბარიერები უნდა მოუხსნას. ეს ბარიერები კი საკმაოდ ბევრია და რთული, ხშირად დანაშაულებრივიც.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საუბრობენ: საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი და ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” დირექტორი ანა არგანაშვილი