მთავარიევროპაუკრაინააღმოსავლეთის ფრონტი: უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ

აღმოსავლეთის ფრონტი: უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს ქალაქ კუპიანსკსის ორივე ნაპირი, რაც გზას უხსნის მათ  სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის ლიმანის დასაკავებლად. ამავდროულად, რუსეთი განაგრძობს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას. ქალაქ დნიპროში რუსების სარაკეტო იერიშს 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ნაპოვნია 18 საწამებელი საკანი, ერთ-ერთი ქალაქ ვოვჩანსკშია, რომელიც ცოტა ხნის წინ  გაათავისუფლეს რუსი ოკუპანტებისგან. პოლიციამ გაასაჯაროვა კადრები, რომლებზეც კარგად ჩანს ტყვეთა მიერ კედლებზე გაკეთებული წარწერები, ელექტროშოკი და სხვა საწამებელი მოწყობილობები.

ამავდროულად, უკრაინელებმა დაიკავეს კუპიანსკის ორივე ნაპირი. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ უკრაინელებმა სწრაფად აიღონ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ლიმანი.  სამხრეთში კი რუსულმა ძალებმა გააძლიერეს შეტევები და კვლავ ბომბავენ რეგიონს. თუმცა უკრაინელები პოზიციებს არ თმობენ.

ფრონტის მოშორებითაც რუსეთი ისევ ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას. რუსების თავდასხმის შედეგად დნიპროში ორი ბავშვი დაიღუპა. ერთი მათგანი 8 წლის იყო,  მეორე კი – 12 წლის. ოჯახის წევრები მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგან ცოტა ხნით ადრე მათ ბებია-ბაბუა და შვილი დაეღუპათ.

ხარკივის რეგიონში კი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული რეგიონია, კარგად ჩანს ნგრევის კვალი. საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქებში კი შიში არ ნელდება, განსაკუთრებით ირანული კამიკაძე დრონების გამოჩენის შემდეგ. უკრაინელებმა ერთ-ერთი დრონი სუმისთან ახლოს ჩამოაგდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend