მთავარიევროპარუსეთირუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია ხარვეზებისა და პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია ხარვეზებისა და პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია ხარვეზებისა და პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. გაწვეული რეზერვისტები არასათანადო პირობების შესახებ საუბრობენ. მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე მოქალაქეები დააკავეს. ამავდროულად, რუსეთის მოქალაქეები კვლავ ცდილობენ მეზობელ ქვეყნებში გადასვლას.

რუსეთში გრძელდება ნაწილობრივი მობილიზაცია, რომლის მიზანია უკრაინაში საბრძოლველად 300 000 რეზერვისტის გაწვევა.  სხვა ხარვეზების გარდა, საჩივრებია იარაღის ნაკლებობასა და იმ მინიმალურ მომზადებაზე, რომელსაც ზოგიერთი ჯარისკაცი ფრონტის ხაზზე გაგზავნამდე გადის. ექსპერტების განცხადებით, მობილიზებულთა გაწვრთნას თვეები დასჭირდება. თავდაცვის მინისტრი შოიგუ პირადად დაესწრო რეზერვისტთა ერთ-ერთი ჯგუფის მომზადებას.

კრემლის გადაწყვეტილებებს, როგორც ყოველთვის, მხარს უჭერს პატრიარქი კირილი, რომელმაც მოსახლეობას სულიერი მობილიზაციისკენ მოუწოდა. თუმცა მიუხედავად ამისა,  მაინც ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში პროტესტის ნიშნად.

ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია 2400 პირი, რაც გაეროს შეშფოთებას იწვევს.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურის სპიკერი რავინა შამდასანი ამბობს, რომ გაერო შეშფოთებულია, უამრავი ადამიანი რომ  დააკავეს რუსეთის ფედერაციაში. მისი თქმით, ისინი აპროტესტებდნენ ნაწილობრივ მობილიზაციას, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება.

ამავდროულად, რუსეთის ათასობით მოქალაქე ქვეყნის დატოვებას ცდილობს. დაახლოებით 100 000 მოქალაქე ყაზახეთში, ხოლო 60 000 კი ევროკავშირში გადავიდა. ყოველდღიურად რუსეთის მოქალაქეები საქართველოსა და მონღოლეთისკენ მიემართებიან.

რუსეთს ჯერ არ დაუკეტავს თავისი საზღვრები და, როგორც აცხადებენ, არ აპირებენ, მოსთხოვონ სხვა ქვეყნებს იმ ადამიანების გადაცემა, რომლებმაც მობილიზაციას აარიდეს თავი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend