მთავარი აზია ფილიპინები ფილიპინებს თავს დაატყდა ტაიფუნი „ნორუ“, რომელსაც უკვე ემსხვერპლა ხუთი მაშველი

ფილიპინებს თავს დაატყდა ტაიფუნი „ნორუ“, რომელსაც უკვე ემსხვერპლა ხუთი მაშველი

ფილიპინებს მძლავრი ტაიფუნი „ნორუ“ დაატყდა თავს. ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა. ევაკუირებულთა ნაწილი დროებითი მოთავსების ცენტრებში გადაიყვანეს.  შტორმის შედეგად ზოგიერთ პროვინციაში წყალდიდობებია. წყალდიდობას ელიან დედაქალაქ მანილაშიც. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 5 მაშველი.

ფილიპინებზე ტაიფუნ „ნორუს“ მოახლოების გამო განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა. ქარიშხალმა შესაძლოა მეწყრული პროცესები, წყალდიდობა და ძლიერი ქარი გამოიწვიოს. ევაკუირებულია უკვე  8400-ზე მეტი მოქალაქე. ოფიციალური პირები დედაქალაქ მანილაში მასშტაბურ წყალდიდობას ელიან.

თავიანთი სახლები დატოვეს და საქონელთან ერთად შემაღლებულ ადგილზე გადავიდნენ ბულაკანის პროვინციის მცხოვრებლები. ტაიფუნი ფილიპინებს კვირას დაატყდა თავს. მჭიდროდ დასახლებულ მთავარ კუნძულზე ძლიერი წვიმისა და ქარის გამო ადამიანები იძულებული გახდნენ,  საკუთარი კარ-მიდამო მიეტოვებინათ.

ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულიs ალექს სანტოსის თქმით,  მდინარის პირას მცხოვრებთა უმეტესობის სახლი მსუბუქი მასალისგანაა დამზადებული, შესაბამისად, როდესაც წვიმა და შტორმი იწყება, პირველ რიგში, ისინი ზარალდებიან.

ბოლო ინფორმაციით, ტაიფუნ „ნორუს“ ამ დრომდე 5 მაშველი ემსხვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

ტაიფუნიტაიფუნი

Send this to a friend