სოციალურ ქსელებში ტროლებისა და ბოტების გარდა, რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ინსტრუმენტი უცხოელი ექსპერტები და ფსევდო ჟურნალისტები არიან, რომლებიც ცდილობენ დაანახონ რუსეთის მოსახლეობას რომ დასავლეთში არსებობს ძალა, რომელიც რუსეთს უჭერს მხარს.
„ფაქტ-მეტრმა” „დასავლელი ჟურნალისტებისა და ექსპერტების” მონაწილეობით გადაღებული რამდენიმე რუსული არხის სიუჟეტი შეისწავლა, რის საფუძველზეც გაირკვა, რომ აღნიშნული „მიუკერძოებელი დასავლელი ჟურნალისტები”, სინამდვილეში, თავადვე არიან რუსული პროპაგანდის თანაავტორები. დეტალურად ამაზე “ფაქტ-მეტრის” მკვლევარი ნიკა მამულაძე გაგვესაუბრა.