მთავარიაზიაირანიირანში საპროტესტო აქციები გრძელდება

ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება

ირანში არ ნელდება საპროტესტო ტალღა, რომელიც პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს მომხდარ დაპირისპირებას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში დროებით გათიშულია სოციალური ქსელები. ქვეყნის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ სახელმწიფო იძიებს სამართალდამცველთა გადაცდომას, ხოლო დასავლურ სამყაროს ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში ადანაშაულებს.

ირანში  გრძელდება აქციები, რომლებიც პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას მოჰყვა. ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი იძულებული გახდა,  განეცხადებინა,  რომ სახელმწიფო ამ საქმეს იძიებს, დასავლეთს კი ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში ადანაშაულებს. მისი თქმით,  მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც მსგავს ინციდენტებზე ერთი და იგივე სტანდარტი უნდა ვრცელდებოდეს  და მხოლოდ ამ საქმეზე გამოძიების ჩატარების მოთხოვნა არასწორია. მას მიაჩნია, რომ  ზუსტად იგივე უნდა მოითხოვო  დასავლეთში, ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა თუ შეერთებულ შტატებში  იმ ადამიანების საქმეზე, რომელთა სიკვდილშიც სამართალდამცველები არიან დამნაშავე და გამოიძიონ ის შემთხვევები, როდესაც  ადამიანებს უსამართლოდ  სცემენ.

ბოლო ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს მომხდარ დაპირისპირებას 9 ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა აქციების ტალღა ჯერჯერობით არ ნელდება.

საპროტესტო ტალღის ძალადობრივი გზით ჩახშობის პარალელურად, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გაითიშა სოციალური ქსელები, მაგალითად, ფეისბუკი და ვოტსაპი. თუმცა მათი განცხადებით, ეს მხოლოდ დროებითია.

ირანში მსგავსი მასშტაბური საპროტესტო ტალღა 2019 წლის ნოემბრის შემდეგ არ ყოფილა. რამდენიმე წლის წინ გამართულ აქციებზე მომიტინგეები ნავთობის ფასს აპროტესტებდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend