მთავარიევროპარუსეთირუსეთში საპროტესტო აქციებზე 1300-ზე მეტი პირი დააკავეს

რუსეთში საპროტესტო აქციებზე 1300-ზე მეტი პირი დააკავეს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია 1300-ზე მეტი მოქალაქე. ამავდროულად, იზრდება ქვეყნის დატოვების მსურველთა რაოდენობაც.

რუსეთში დააკავეს 1300-ზე მეტი მოქალაქე, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და გააპროტესტეს პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება მობილიზაციასთან დაკავშირებით. ყველაზე მეტი ადამიანი სანქტ-პეტერბურგში დააპატიმრეს. პოლიციამ მათთვის ჩვეული და მკაცრი მიდგომა გამოიყენა, რათა საპროტესტო ტალღა მალევე ჩაეხშო.

დედაქალაქ მოსკოვშიც პოლიციამ 500-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. ხალხი განრისხებულია, თუმცა, ამასთანავე, შეშინებულიც.

ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ეს ომი პუტინმა დაიწყო. იგი მობილიზაციის წინააღმდეგია. მისი თქმით, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანები ამ ომს არ უჭერენ მხარს, თუმცა მათ ეშინიათ პროტესტის გამოხატვის, რადგან იციან, რომ დააპატიმრებენ.

დაკავების კადრები მთელ რუსეთში ვრცელდება. მობილიზაციასა და ფრონტის ხაზზე გაგზავნის შიშმა კი ბევრი აიძულა, რუსეთიდან გაქცეულიყო.

მობილიზაციის გამოცხადებიდან მალევე ისეთ ქვეყნებში, სადაც რუსეთის მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ, მაგალითად, სომხეთში, სამგზავრო ბილეთების ფასი მკვეთრად გაიზარდა და მხოლოდ იმან მოახერხა წასვლა, ვინც იჩქარა.

სომხეთში ჩასულმა რუსეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ შედარებით იაფად მანამდე შეიძინა ბილეთი, სანამ მისი ფასი გაიზრდებოდა. საზღვარიც პრობლემების გარეშე გაიარა.

მისი შვილი ნიკოლაი 17 წლისაა. ჯერ მას კომისარიატიდან არ მიუღია წერილი გაწვევასთან დაკავშირებით, თუმცა რადგან ონლაინ სწავლობს, შესაძლოა, ეს გაწვევის მიზეზი გამხდარიყო. ამიტომ ნიკოლაი იძულებული გახდა, რუსეთიდან წამოსულიყო.

იმის გამო, რომ ევროპულ ქვეყნებში უკვე მასობრივად გადადიან რუსეთის ბრძოლისუნარიანი მოქალაქეები, მათთვის ვიზების გაცემის შეჩერებას აპირებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend