მთავარიევროპაუკრაინახარკივის რეგიონში უკრაინელმა სამხედროებმა 10-ზე მეტი „წამების პალატა“ აღმოაჩინეს

ხარკივის რეგიონში უკრაინელმა სამხედროებმა 10-ზე მეტი „წამების პალატა“ აღმოაჩინეს

უკრაინის სასაზღვრო სოფელ კოზაჩა ლოპანში, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა გასულ კვირას დაიბრუნეს, კვირა დღეს აფეთქებების ხმა კვლავ გაისმა. ადგილობრივებმა, რომლებიც რუსებს თვეების განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული, რუსეთის საჰაერო თავდასხმის დროს ქვიშის ტომრებით გამაგრებულ სამთავრობო შენობას შეაფარეს თავი. სხვებთან ერთად, იულია ლიმარენკოც სამთავრობო შენობაში სამ შვილთან ერთად მივიდა.

„ახლაც გვეშინია. წასასვლელი არსად გვაქვს. უბრალოდ არსად. აქ ვინც ვართ, თითქმის ყველას სახლი მხოლოდ აქ გვაქვს. არავინ იცის, მომავალში რა იქნება” – ამბობს იულია ლიმარენკო.

უკრაინული მთავრობის ცნობით, რუსული ოკუპაციის დროს სოფლის რამდენიმე შენობას რუსები ციხეებად იყენებდნენ. დერჰაჩის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ზადორენკო ამბობს, რომ რკინიგზის სადგურის სარდაფში რუსები ადგილობრივებს დაკითხვას უწყობდნენ და აწამებდნენ. ზადორენკო, რომელიც თავად კოზაჩა ლოპანიდანაა ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა ადგილობრივებს კომუნიკაციის საშუალებები შეუზღუდეს და პირადი დოკუმენტებიც წაართვეს.

„ჩვენ ვიყავით სარდაფში, რომელიც ციხედ და წამების ოთახად იყო მოწყობილი. ხალხმა მძიმე პერიოდი გამოიარა. ბევრი ადგილობრივის ბედი კი დღემდე გაურკვეველია. უამრავი უკრაინელი დაიღუპა. ბევრი კი რუსეთის ფედერაციაში იძულებით იქნა ევაკუირებული, მათ შორის არიან ბავშვები. ჩვენ ვმუშაობთ ამ საქმეებზე. აქ ხალხმა საშინელება გამოიარა,“ – განაცხადა ვიაჩესლავ ზადორენკომ.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა ხარკივის რეგიონი რუსი სამხედროებისგან გაათავისუფლეს, რეგიონში კიდევ 10-ზე მეტი „წამების პალატა“ იქნა აღმოჩენილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend