მთავარიამერიკააშშორმა რესპუბლიკელმა გუბერნატორმა კამალა ჰარისის სახლთან მიგრანტებით სავსე ავტობუსები გაგზავნა

ორმა რესპუბლიკელმა გუბერნატორმა კამალა ჰარისის სახლთან მიგრანტებით სავსე ავტობუსები გაგზავნა

ორმა რესპუბლიკელმა გუბერნატორმა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის მდიდრულ სახლთან მიგრანტებით სავსე რამდენიმე ავტობუსი გაგზავნა. მათი განცხადებით, ეს იყო საპროტესტო აქცია, თეთრი სახლის შეფასებით კი, ეს სამარცხვინო საქციელია. მათთვის მიუღებელია მიგრანტებთან დაკავშირებული საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.

ორმა რესპუბლიკელმა გუბერნატორმა მიგრანტებით სავსე რამდენიმე ავტობუსი ვაშინგტონში, კამალა ჰარისის სახლთან, გაგზავნა. დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ ეს მიუღებელი საქციელია. რესპუბლიკელები კი ამბობენ, რომ ამით მათ თავიანთი პროტესტი გამოხატეს. თეთრი სახლის შეფასებითაც, ეს სამარცხვინო ფაქტი იყო.

თეთრი სახლის პრესსპიკერის კარინ ჟან-პიერის თქმით, ბევრი პროცედურაა, რომლებიც მათ შეიმუშავეს და რომლებშიც გაწერილია მიგრანტების მართვის კანონიერი გზები. თეთრი სახლის პრესსპიკერს მიაჩნია, რომ რესპუბლიკელი გუბერნატორები ამ პროცესში უხეშად ერევიან და მიგრანტებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, რაც სამარცხვინო, გაუაზრებელი და არასწორი ნაბიჯია.

ტეხასისა და ფლორიდის შტატების გუბერნატორებს, რომლებისთვისაც შუალედური არჩევნები გადამწყვეტი იქნება, მიგრანტების საკითხის გამოყენება თავიანთი საარჩევნო კამპანიის სასარგებლოდ სურთ. რესპუბლიკელები მიგრანტების საკითხის წინ წამოწევით ცდილობენ, საზოგადოებამ ნაკლები ყურადღება მიაქციოს დონალდ ტრამპის სკანდალებსა და აბორტთან დაკავშირებულ საკითხებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend