უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯილდოები გადასცა რამდენიმე ჯარისკაცს, რომლებმაც გასულ კვირას რუსი სამხედროებისგან ქალაქი ბალაკლია დაიბრუნეს.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინელები წარმატებით აგრძელებენ კონტრშეტევას – ამ დროისთვის გათავისუფლებულია დაახლოებით 8000 კვ.კმ, როგორც ჩანს, მთლიანად ხარკივის ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონი.
თუმცა კონფლიქტის ზარალი ძალიან დიდია.
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ყველაფერს აღდგენა სჭირდება.
მოგვიანებით მისმა ოფისმა გაავრცელა ფოტო, რომელიც, მისი თქმით, ასახავს განადგურებულ ქალაქ კრივი რიჰს, რომელსაც რუსულმა ძალებმა 8 რაკეტა დაუშინეს.
ამასთანავე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “ოკუპანტები” პანიკის შექმნაში დაადანაშაულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა წარმომადგენელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსი სამხედროები უკრაინის აღმოსავლეთით ხარკივის რეგიონს მასშტაბურად უტევენ.
ისინი თავს ესხმოდნენ ცოცხალ ძალასა და სამხედრო ტექნიკას. მისი თქმით, მათ 150 უკრაინელი ჯარისკაცი უკვე დახოცეს ან დაჭრეს.
ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გეგმავს, შეხვდეს ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს და განიხილოს უკრაინის ომის საკითხი
ლიდერები ერთმანეთს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტის ფარგლებში შეხვდებიან.
ჯერჯერობით ჩინეთი არ აკრიტიკებს რუსეთის ქმედებებს.