საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი დღეიდან იწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის. უწყების ცნობით, ამ სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში ქვეყნის მასშტაბით ჯამში 55 717 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შეიცვალა კოვიდრეგულაციებთან აქამდე დაწესებული რეკომენდაციებიც. გაუქმდა სკოლის შენობაში დეზობარიერის გავლით შესვლის, თერმოსკრინინგისა და პირბადის ტარების ვალდებულება.