მთავარიევროპაუკრაინა„ჩვენ ვიქნებით გაზით, დენით, წყლით და საკვებით, მაგრამ უთქვენოდ!" - ვოლოდიმირ ზელენსკი

„ჩვენ ვიქნებით გაზით, დენით, წყლით და საკვებით, მაგრამ უთქვენოდ!” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა:

“უკუნეთ სიბნელეშიც კი უკრაინა და ცივილიზებული სამყარო თვალნათლივ ხედავენ ამ ტერორისტულ აქტებს, რომელიც რუსეთმა დღეს მიიტანა უკრაინის ატომურ სადგურებზე.

ისევ გგონიათ, რომ ჩვენ ერთი ხალხი ვართ, კიდევ ფიქრობთ, რომ შეგვაშინებთ, დაგვაჩოქებთ, დაგვარწმუნებთ დათმობაზე? მართლა ვერაფერი გაიგეთ, ვერ გაიგეთ ვინ ვართ, რისთვის ვართ და რაზე ვსაუბრობთ?

გაზის გარეშე თუ უთქვენოდ? – უთქვენოდ;

სინათლის გარეშე თუ უთქვენოდ? – უთქვენოდ;

წყლის გარეშე თუ უთქვენოდ? – უთქვენოდ;

საჭმლის გარეშე თუ უთქვენოდ? – უთქვენოდ.

ჩვენთვის სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი ისეთივე საშინელი და მომაკვდინებელი არ არის, როგორიც თქვენთან მეგობრობა და ძმობა. მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და ჩვენ ვიქნებით გაზით, დენით, წყლით და საკვებით მაგრამ უთქვენოდ!” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend