მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის რამდენიმე რეგიონში მებრძოლები დაკარგულ პოზიციებს იბრუნებენ

უკრაინის რამდენიმე რეგიონში მებრძოლები დაკარგულ პოზიციებს იბრუნებენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას კარგი ამბები აქვს ხარკივიდან და მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძვიან.

ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინის დაზვერვისა და სხვა სტრუქტურების დონეზე უწყვეტად გრძელდება რუსების მიერ ტყვედ აყვანილი მოქალაქეების გათავისუფლების მცდელობა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ წარმატებით მიმდინარეობს უკრაინიდან მარცვლეულის გატანის პროცესი და უკრაინული პროდუქციით დატვირთული უკვე  102 გემი გავიდა უკრაინის პორტებიდან ევროპის, აზიისა და აფრიკის მიმართულებით.

,,მიმდინარე კვირას არის კარგი ამბები ხარკივის რაიონიდან. როგორც ჩანს, უკვე ყველამ ნახეთ უკრაინელი დამცველების აქტიურობის შესახებ ინფორმაცია და ვფიქრობ, ყველა მოქალაქე ამაყობს ჩვენი მებრძოლებით. ეს არის დამსახურებული სიამაყე, სწორი განცდა. ახლა ჯერ არ არის იმის დრო, რომ დავასახელოთ ესა თუ ის დასახლებები, სადაც უკრაინის დროშა ბრუნდება. ჩვენი სამხედროების ყოველი წარმატება ამა თუ იმ მიმართულებით ცვლის საერთო მდგომარეობას მთელ ფრონტზე უკრაინის სასარგებლოდ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend