ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც ფედერალურ დაფინანსებას იღებენ, მომავალი ათი წლის განმავლობაში ჩინეთის ტერიტორიაზე ახალი ტექნოლოგიების ობიექტების შექმნა აეკრძალათ.
აკრძალვის შემდეგ კომპანიები მიიღებენ 50 მილიარდ დოლარს, რათა განვითარდეს ადგილობრივი ნახევარგამტარული მოწყობილობების ინდუსტრია.
ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, ახალი კანონის მიხედვით, კომპანიები, რომლებიც თანხას მიღებენ ხელისუფლებისგან შეძლებენ, მხოლოდ გააფართოონ ჩინეთში უკვე არსებული ქარხნები და შექმნილი პროდუქცია ჩინურ ბაზარზე გაიტანონ.
აშშ და ჩინეთი უკვე დიდი ხანია დაობენ ვაჭრობის, ტექნოლოგიებისა და ჯაშუშობის თაობაზე. ამ წლის აგვისტოში, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით 280 მილიარდი დოლარი გამოიყო მაღალტექნოლოგიური წარმოებისთვის და სამეცნიერო კვლევებისთვის. ამას მოჰყვება ის, რომ აშშ-ს ტექნოლოგიური მიღწევებით თანდათან უახლოვდება ჩინეთი.
ცნობისთვის, ამერიკულმა კომპანიებმა, როგორიცაა: „ეფლი“ და „გუგლი“ დაიწყეს ჩინეთის დატოვება.
„ეფლის“ ახალი აიფონის მოდელების ნაწილი, რომელიც გუშინ წარადგინა კომპანიამ, არ არის წარმოებული ჩინეთში, არამედ ინდოეთში, ხოლო „გუგლის“ ტელეფონის პიქსელის წარმოება ვიეტნამში გაგრძელდება.
ტექნოლოგიური კომპანიების ასეთი ქცევის მიზეზი გეოპოლიტიკური დაძაბულობის და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებაა, რაც პანდემიის გამო შეიქმნა.